6 წლის საბა კიწმარიშვილი წუხელ, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. როგორც რამდენიმე დღის წინ „ინტერპრესნიუსს” ბავშვის დედამ, თამარ ჩხიკვაძემ განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

მისი დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.

იხილეთ ვიდეო: 6 წლის საბა კიწმარიშვილი იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა - ოჯახის ინფორმაციით, მისი დიაგნოზი უცნობი იყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო