დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა თებერვალში გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრამპი თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კიმ იონ ჩხოლსს შეხვდა.

„დონალდ ტრამპის შეხვედრა კიმ იონ ჩხოლთან 1 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. მხარეებმა დენუკლეარიზაციისა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მეორე შეხვედრის გამართვის საკითხები განიხილეს. ეს შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. შეხვედრის ჩატარების ადგილი მოგვიანებით იქნება გამოცხადებული“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის 2 ივლისს სინგაპურში შედგა. შეხვედრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც ოფიციალურმა ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების განხორციელების მზაობა დააფიქსირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს