ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება

დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მსმენელის წინაშე წარსდგებიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, ახალი თაობის ვარსკვლავები - სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი. შესრულდება ბეთჰოვენის, რახმანინოვის, ბრამსის, შუმანის, შოპენისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.

აქციის შედეგად ფონდი „იავნანა“ წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის საფასურს და ასევე დაეხმარება მათ საერთაშორისო კონკურსებსა და მასტერ კლასებში მონაწილეობის მიღებაში.

„იავნანამ“ 2018-19 სასწავლო წელს 26 სტუდენტს გაუწია თანადგომა. წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფონდმა საერთო ჯამში 1000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსა ნაწილობრივი სწავლის საფასური საქართველოსა და საზღვარგარეთ. 2019 წელს „იავნანას“ დაარსებიდან 15 წელი უსრულდება.

„სანდრო ნებიერიძე, 18 წლის პიანისტი და კომპოზიტორი, ფორტეპიანოს ხუთი წლის ასაკიდან ეუფლება. სწავლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. სანდრო ნებიერიძე აქტიურად იღებს მონაწილებას საერთაშორისო და მასშტაბურ ღონისძიებებში. იგი არაერთი საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის „Grand Piano Competition”-ის გრან-პრის მფლობელია. 2016 და 2017 წლებში იგი „საუკეთესო კომპოზიციის” გამარჯვებული გახდა, ამავე წელს შედგა მისი საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2018 წელს ვენაში, „Golden Key Piano Composition Competition” და მ.თაქთაქიშვილის საერთაშორისო კონკურსებში გრან-პრის მფლობელი გახდა, ასევე შედგა მისი სოლო კონცერტი თბილისში, პერმში და შვეიცარიში, სერგეი რახმანინოვის ვილა „სენარში”.

18 წლის სანდრო გეგეჭკორი, პიანისტი, მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატია. 2015-2018 წლებში იგი მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრიც კონკურსში მონაწილეობდა და არაერთი გრან-პრისა და პრიზის მფლობელი გახდა. მას მსოფლიოს სხავდასხვა ქყვეყნიდან სოლო თუ სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტების გასამართად იწვევენ. 2016-2018 წლებში სანდრომ ორჯერ გამართა სოლო კონცერტი ვენაში, 2017 წელს კი ამსტერდამში. მან ასევე ორჯერ გამართა კონცერტი რახმანინოვის მთავარ სასახლეში და გახლავთ რახმანინოვის სპეციალური პრემიის მფლობელი. სანდრო 2018-19 წლებში წარმატებით წარსდგა ორი სოლო კონცერტით ჩინელი მაყურებლის წინაშე, შანხაის საკონცერტო დარბაზებში. სანდრო 2018 წელს გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული კლოდიტ სორელის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

გიორგი გიგაშვილი, 18 წლის ახალგაზრდა პიანისტი და მრავალი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატია, რომელიც ზ.ფალიშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლეა. იგი არაერთი პრიზის მფლობელია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართული კონკურსების. თბილისის შოპენის ნორჩ პიანისტთა ეროვნული კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატია, ასევე ნიუ-იორკში გერშვინის საერთაშორისო კონკურსის მესამე პრემიის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. ესპანეთში „პიასტანია მილენიოს” გრან-პრის მფლობელია. გიორგი წარმატებით მართავს კონცერტებს საქართველოში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა