პარიზში „ყვითელი ჟილეტების“  აქციასთან დაკავშირებით 5 ათასი პოლიციელია მობილიზებული

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციასთან დაკავშირებით ხუთი ათასი პოლიციელია მობილიზებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

ეს „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მეათე აქციაა, რომელიც პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ყოველ შაბათს ტარდება. აღსანიშნავია, რომ აქციები ხშირად არეულობითა და პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდება.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში დღევანდელი საპროტესტო აქციის უსაფრთხოებას ხუთი ათასი პოლიციელი უზრუნველყოფს, გარდა ამისა, გამოყოფილია რვა ჯავშანმანქანა და სწრაფი რეაგირების რაზმი.

„ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში გასული წლის 17 ნოემბერს საწვავზე გადასახადის გაზრდის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო. შემდგომში აქციის მონაწილეები ემანუელ მაკრონის სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო