პარლამენტის აპარატის უფროსმა ევროპის საბჭოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივან ვოიცეხ სავიცკისთან, საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპის ცენტრის (ECPRD) თანა-დირექტორ ჰორსტ შადესთან და საპარლამენტო პროექტების მხარდაჭერის განყოფილების სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო მანჩინისთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს შორის საუბარი წარიმართა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ. გივი მიქანაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს იმ ძირითადი გამოწვევებისა და საჭიროებების თაობაზე, რომელთა განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ევროპის საბჭოს წარმომადგნელებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი აქტივობები და გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ მათ განხორციელებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და საპარლამენტო პროექტების მხარდაჭერის განყოფილების სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილესთან მოლაპარაკების შედეგად უახლოეს მომავალში დაიგეგმება საქართველოს პარლამენტის აპარატის და სსიპ “საპარლამენტო კვლევითი ცენტრის” თანამშრომლთა სტაჟირება ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და სასწავლო პროგრამების განხორციელება აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

„საქართველოს აპარატის საჭიროებებს და თანამშრომლეთა გადამზადების საკითხებს შეეხო საუბარი ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირეტორატის პროგრამირების დეპარტამენტის წარმომადგენელ სერგეი ბაზარიასთან შეხვედრაზეც. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წელს საქართველოსთვის არსებული ფინანსური დახმარების პოტენციალი და მხარდაჭერის სავარაუდო მიმართულებები, რის შემდეგაც აპარატის უფროსმა სერგეი ბაზარიას გააცნო საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი აქტივობები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია ევროპის საბჭოს მხრიდან ფინანსური დახმარების ფარგლებში“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აპარატის უფროსმა აგრეთვე შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს “განათლება სამართლის პროფესიონალებისთვის” (HELP) პროგრამის კოორდინატორ ევა პასტრანასთან და ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატის ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანტიე როტემუნდთან.

მიღწეული შეთანხმების შედეგად საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომელი 24-25 იანვარს მონაწილეობას მიიღებს HELP პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრენერთა ტრენინგში (ToT), სადაც განხილული იქნება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგია, რისი დანერგვის პროცესიც დაწყებულია საქართველოს პარლამენტში. დამატებით, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტი სასწავლო ცენტრს გადასცემს უახლეს გამოცემებსა და ტრენერთა მეთოდურ სახელმძღვანელოებს პარლამენტის სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერების გაძლიერების მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო