თსუ-ში დათო მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართება

22 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დავით მაღრაძემ განუცხადა, შეხვედრაზე მისი ახალი წიგნის „უსადაურო“ პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი.

დავით მაღრაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია თსუ-ის I კორპუსში, 206-ე აუდიტორიაში 17:00 საათზე დაიწყება.