რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ნათლისღებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ნათლისღებას ულოცავს.

„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს. იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა