შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში აფეთქების შდეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დაზარალებული ოჯახები დროებით თბილისის სხვადასხვა სასტუმროში იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრებმა, დაზარალებული ოჯახების მცირეწლოვან და არასრულწლოვან ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

„16 იანვარს, ოფიცრები მეხანძრე-მაშველებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას ევაკუაციასა და აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან საჭირო ნივთების გამოტანაში,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა