ადვოკატი - დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი თავს დამნაშავედ არ ცნობს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალს ამ წუთებში აცნობენ.

როგორც სამმართველოში შესვლამდე დაკავებულების ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

"თავს არ ცნობენ დამნაშავედ,ახლა უნდა მოხდეს ბრალის წაყენება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი თუ რა მუხლით უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, მასალებიც არ გადმოუციათ. ექსპერტიზებია დანიშნული", - განაცხადა ჯაფარიძემ.

28 წლის თორნიკე ტატიშვილისა და 62 წლის ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.

იხილეთ ვიდეო: ცნობენ თუ არა "ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები თავს დამნშავედ? - ბრალის წარდგენამდე კომენტარს ადვოკატი აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო