მეუფე გრიგოლი მთავარეპისკოპოს სპირიდონის და მიტროპოლიტ პეტრეს დაპირისპირებაზე - ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი იერარქიის პირების შეურაცხყოფას

როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავიდეთ პერსონებზე, პიროვნებებზე - ძალიან ხშირად შეინიშნება უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა, რომელიც სხალთელი მთავარეპისკოპოსის სპირიდონისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრეს დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ჩვენ, როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავიდეთ პერსონებზე, პიროვნებებზე. ზოგადად პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ. იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებას გააჯანსაღებს. არავითარ შემთხვევაში ისე არ უნდა დავპატარავდეთ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დავიწყოთ. ძალიან ხშირად შეინიშნება უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები. კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რაც განსაკუთრებით სამწუხარო ფაქტია - ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირდაპირ შეურაცხყოფასა და ლანძღვას. ამან თითქოს ერთგვარი შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს ანგრევს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ამბიონიდან მეუფე პეტრეს უგუნური და ჭკუა დაკარგული უწოდა. მას დღეს მეუფე პეტრემ უპასუხა.

„იმედი მაქვს, რომ ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ მთავარეპისკოპოს სპირიდონის განცხადებაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა