დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს  ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლიბის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული", - განაცხადა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.

იხილეთ ვიდეო: "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებს, რომლებმაც დიდ დიღომში კორპუსი აფეთქებამდე შეამოწმეს, ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა