ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

პროექტის – „მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად“ ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 20-31 იანვარს კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მათი სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული საომარი მოქმედებების შშმ ვეტერანის, თადარიგის პოლკოვნიკ, თეიმურაზ ელისაშვილის ორგანიზებით გაიმართება.

გამოფენა შეჭირვებული ვეტერანების დასახმარებლად იმართება და ნამუშევრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი მათ გადაეცემათ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ექსპოზიციაზე, ასევე, გამოფენილი იქნება XIX-XX სააუკუნეებში მოღვაწე მხატვრების ი. შტენბერგის, ს. ივანოვის, ა. ნოვიკოვის და კ. ნაკოვის ნამუშევრები“, – აცხადებენ აღნიშნულ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოფენა 20 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა