სამებაში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა  გაიმართება

ჩვილთა საყოველთაო, 57–ე ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 20 იანვარს გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფიდან აცნობეს, პატრიარქის ნათლული კიდევ 630–მდე ჩვილი გახდება. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 37 305 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 56-ე ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 18 ნოემბერს გაიმართა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს