სოფელ ჭანდარში მცხოვრები ჯადუგიშვილების ოჯახი პოლიციას მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრები ჯადუგიშვილების ოჯახი პოლიციას მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ოჯახის ინფორმაციით, გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა 22 წლის გიგა ჯადუგიშვილი გვიან ღამით საკუთარ სახლში დააკავეს. ოჯახის განმარტებით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"გაუჩერებია პოლიციელს ტაქსი. ბავშვი გადმოსულა ტაქსიდან და ხელი მოუქნევია პოლიციელისთვის. ამის გამო დააკავეს. მაგრამ მოსამართლემ გაათავისუფლა, რადგან ბავშვი არის არაადეკვატური და აქვს ფსიქიკური პრობლემები. პროცესზე წაავლო სკამს ხელი ისე, რომ ვერც მიხვდა, რას აკეთებდა და ესროლა სკამი. ამის მერე მოვიდნენ პოლიციელები და როგორც კრიმინალური ავტორიტეტი, ისე დააკავეს. შიშველ ბავშვს მიათრევდნენ. ჩემმა ძმამ გაუწია წინააღმდეგობა და მასაც ყელში ხელი წაუჭირეს. ძალიან ცუდ სიტყვებს გვეძახდნენ. გვემუქრებოდნენ, ყველას დაგიმახსოვრებთ და უნდა გაგამწაროთო", - განაცხადა დედამ ნაზი ჯადუგიშვილმა.

აღსანისნავია, რომ გიგა ჯადუგიშვილი მანამდე პოლიციელთან კამათის გამო იყო დაკავებული. ის მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პროცესის მსვლელობისას, მან პოლიციელის მისამართით სკამი ისროლა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარტავენ, რომ ჯადუგიშვილი სასამართლო პროცესზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. უწყების ცნობით, ოჯახის მიმართვის საფუძველზე აღნიშნულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო