საფრანგეთის ალპებში მდებარე კურორტზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა

ორი ადამიანი გარდაიცვალა და 14 დაშავდა ფართომასშტაბიანი ხანძრის შედეგად საფრანგეთის ალპებში მდებარე კურორტ კურშეველში. ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.

ხანძარი გამთენიისას დაიწყო. სამსართულიანი სასტუმროს შენობიდან 60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა შორის უცხოელებიც იყვნენ. მეხანძრეებმა გარდაცვლილის ცხედარი შენობის დამწვარ ნაწილში იპოვეს. ოთხმა ადამიანმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რომელთაგან სამი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხანძარი გამთენიისას, 5 საათზე დაიწყო. ხალხი გადარჩენის მიზნით ფანჯრებიდან ხტებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხანძარს 70 მეხანძრე აქრობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს