პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 21 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა