ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 69 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო რეგიონებში მცხოვრები 29,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა.

მათივე ინფორმაციით, სრული რეაბილიტირებული ფართი 158,285 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რისთვისაც, ჯამში, დაიხარჯა 29,340,000 აშშ დოლარი. „პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი. პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში.

2019 წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დაასრულა 11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მათ შორისაა, ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები, რომლებიც 21 იანვარს გაიხსნება“, - ნათქვამია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლებს საზეიმოდ გახსნიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ნათია ზედგენიძე, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი - შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო