ადამიანის უფლებათა კომიტეტი რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას ორშაბათს გამართავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და დაინტერესებული ორგანიზაციები შედიან.

“რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით ბევრ კონფესიას სხვადასხვა თემატიკა აწუხებს. შეიქმნა ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლება იმაზე საუბარი, რაც აწუხებს. რაც შესაძლებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, ჩვენ ამის გაკეთებას შევეცდებით, რათა რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით გადაიდგას ნაბიჯები. ჯგუფის მიზანი არის ეს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა