სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტი ბრიუსელში შედგება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა