გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით თავხელიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი ვასაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის მოედნის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ბეგაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს