მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.

21 იანვარს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა