სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა საგანგებო საერთო კრება გაიმართება

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ადვოკატთა საგანგებო საერთო კრება 3 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

როგორც დავით ასათიანის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გამოკვეთა სასამართლო მმართველობაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და კიდევ უფრო ასუსტებს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას,

„შეიქმნა რეალობა, რომელმაც მთლიანად იურიდიული პროფესია დააყენა ისტორიულ გზაგასაყარზე: ჩამოყალიბდეს და განმტკიცდეს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემა თუ კიდევ უფრო გამყარდეს სისტემაში არსებული მმართველობის გაუმჭვირვალე და მანკიერი ფორმა, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებთან.

ვაცნობიერებთ რა შექმნილი მდგომარეობის სიმწვავეს და ადვოკატთა კორპუსის მნიშვნელოვან როლს არსებული სირთულეების დაძლევის პროცესში, ვიწვევთ ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებას, რომელზეც ადვოკატთა მრავალრიცხოვანი კორპუსი იმსჯელებს მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე და მიიღებს ერთიან საგანგებო რეზოლუციას სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაში.

რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა