საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

21-25 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია გაიმართება. სესიას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველი დღე საარჩევნო პროცესებზე სადამკვირვებლო მისიების ანგარიშის განხილვას დაეთმობა. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს გაეცნობიან და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

სესიის ფარგლებში სხვადასხვა კომიტეტის და პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, რომელზეც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების დაცვის, მედია თავისუფლების საკითხებზე დებატები გაიმართება.

ზამთრის სესიას, დელეგაციის წევრები: ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დაესწრებიან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს