ტერეზა მეი პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს ქვეყნის პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

რას წარმოადგენს ტერეზა მეის ალტერნატიული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა, ბრიტანული მედია ვარაუდს გამოთქვამს. კერძოდ, გაზეთი The Sunday Times წერს, რომ მთავრობამ, შესაძლოა, ცალკე ორმხრივი შეთანხმება გააფორმოს ირლანდიასთან, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასაზღვრო რეჟიმის პრობლემის გადაჭრა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ტერეზა მეის მთავრობა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი 2020 წლის ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს, ხოლო მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდია ერთიანი ევროპულ საბაზრო სივრცეში უნდა დარჩეს, რაც ლონდონში აღიქმება, როგორც თავის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს