მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სამინისტროს მხრიდან ახალი რეკომენდაციები გავრცელდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას ეხება

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს მხრიდან სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების დაცვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციები გავრცელდა. მისი თქმით, ეს ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემდგომ გავრცელებას შეუშლის ხელს.

„როგორც სკოლებში ისე უმაღლეს სასწავლებლებში დღეს სწავლა განახლდა. დღეს დილითაც ჩვენი სამინისტროს მხრიდან ახალი რეკომენდაციები გავრცელდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას ეხება, რაც ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემდგომ გავრცელებას აგვარიდებს. ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად, ფაქტობრივად ყოველ საათში ერთხელ, სკოლებთან კომუნიკაცია ხორციელდება და თუ გარკვეულ რისკებთან იქნა დაკავშირებული სწავლის პროცესის მიმდინარეობა ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით, შესაბამის ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც დამოკიდებული თვითონ პროცესიდან გამომდინარე იქნება. სამინისტრის თანამშრომლები ყოველ წუთიერად ამ პროცესში ჩართულები არიან. თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები საჭირო გახდა, უსწრაფესად მივიღებთ და ამის თაობაზე გავაფრთხილებთ მისახლეობასაც და მშობლებსაც. მაგრამ როგორც ვიცით დღეს დილით პროცესი საკმაოდ მშვიდად დაიწყო და მშვიდად მიმდინარეობს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ და თუ რაღაც გადაწყვეტილება იქნება საჭირო, ამის შესახებ ყველას უსწრაფესად ვაცნობებთ", - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო