ისრაელის დაზვერვის მინისტრი - ვინც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებს, საფასურის გადახდა მოუწევს

ისრაელის დაზვერვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანთან მიმართებაში წითელი ხაზების პოლიტიკას მომავალშიც აწარმოებს.

აღნიშნულით მინისტრმა კომენტარი გააკეთა გუშინ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში ირანის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ ავიადარტყმებზე.

„ისრაელი განაგრძობს წითელი ხაზების პოლიტიკის წარმოებას სირიაში ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებასთან დაკავშირებით. ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში ირანის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული იერიში მკაფიო მესიჯია ირანისთვის: „ვინც შენ მოსაკლავად მოვიდა, დაასწარი მას და პირველმა მოკალი“. ვინც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებს, საფასურის გადახდა მოუწევს ამისთვის“, - განაცხადა ისრაელის დაზვერვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური იუწყება, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საწყობები, დაზვერვის ობიექტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეები.

„სირიის ტერიტორიიდან მოქმედმა „ალ-კუდსის“ ძალებმა „მიწა-მიწის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს გოლანის სიმაღლეების მიმართულებით, რომელიც განეიტრალებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ. აღნიშნულის საპასუხოდ ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში „ალ-კუდსის“ ობიექტებზე, ასევე სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა