ფრაქცია "ნაცმოძრაობის" მიერ დაბარებული მუნიციპალური ინსპექციის უფროსი საკრებულოში არ მივიდა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაბარებული მუნიციპალური ინსპექციის უფროსი საკრებულოში არ მივიდა. ოპოზიციის დეპუტატებს სურდათ მერიის წარმომადგენელთან დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასა და შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხზე საუბარი. ფრაქციის წევრების განცხადებით, დედაქალაქის მერია უპასუხისმგებლოდ იქცევა.

„მერია, როგორც ყოველთვის უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა გაზის აფეთქების შედეგად არსებულ მდგომარეობაზე. თუ რას აპირებს მერია, რას გეგმავს პრევენციის მიზნით, მათ შორის ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხებზე. ასევე შაბათს მოხდა დიდი ტრაგედია, რომელიც მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, რასაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამაზე ტრაგიკული და მნიშვნელოვანი რა უნდა მოხდეს, რომ მერია ამ საკითხებზე სასაუბროდ მოვიდეს", - განაცხადა ფრაქციის თამჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს