გიორგი მიქაუტაძე - კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ  მიზანმიმართული დევნა ხორციელდება

ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის და ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ სრული დაცვით მიიღო,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის დღევანდელ აქციას და მოთხოვნებს.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა 10- კაციანი სია პარლამენტს, კანონის სრული დაცვით წარუდგინა, ხოლო ამ სიის მოწინააღმდეგე პირების მხრიდან იკვეთება, რომ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ნამდვილად პირადი ინტერესი და კონკრეტული პირების მიმართ არსებული პირადი ინტერესები. ნათლად დავინახეთ ის, რომ არანაირ კრიტერიუმებზე და რეგულაციებზე აქ საუბარი არ არის და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი სიცრუე, როგორც ჩვენ ამას ვამბობდით, არანაირ კრიტერიუმზე და რეგულაციებზე საუბარი არავის არ სურს. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლსი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ. შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შეხახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისი თქმით, არასამთავრობოების ინტერესი არის ის, რომ ჰქონდეთ გავლენა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოში.

„მათი ინტერესია გავლენა ჰქონდეთ იმ პროცესზე,რაც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა. კონკრეტული კანდიდატურების შერჩევისას მათი მხრიდან იყოს ჩარევა ამ თუ იმ ფორმით, იყოს სავალდებულო წესით გასათვალისწინებელი რჩევები, რომელსაც მისცემს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ისე,როგორც ეს აქამდე ხდებოდა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო, თუ იუსტიციის საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს ამ კანდიდატურებს და ყველანაირი გარეძალების გარეშე ხორციელდება ეს პროცესი, ეს რა თქმა უნდა, მათ უკამყოფილებას გამოიწვევს. პიროვნული დევნის, კონკრეტული მოსამართლების დევნის ფორმით გამოხატავენ მათ პროტესტს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თანახმა ვართ, ყველა კრიტერიუმი და რეგულაცია, რომელსაც შემოგვთავაზებს პარლამენტი და თუ ასეთი იქნება კანონის მიხედვით გაწერილი, დავუქვემდებაროთ ყველა კანდიდატს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობაზე იქნება დასახელებული“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების" - გიორგი მიქაუტაძე აქციის ორგანიზატორებს პასუხობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა