საქსტატი - დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 %-ით გაიზარდა

2018 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 %-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 3,8% შეადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს, წინა თვესთან შედარებით ფასები 0,1%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,7%), ასევე რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (3,8%). ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,2%).

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: კერძოდ, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2,5%ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2,01 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (2,8%), სხვა არალითონის მინერალურ ნაწარმზე (3,5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,1%). ფასები შემცირდა მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-8,3%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 15,4 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1,97 პროცენტული პუნქტით აისახა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა