დიმიტრი გვრიტიშვილი - ე.წ.  სამოქალაქო სექტორი სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არალეგიტიმურს უწოდებს მესამე სექტორის იმ მოთხოვნას, რომლის თანახმად, საბჭოს დღეს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს. როგორც ჟურნალისტებს გვრიტიშვილმა განუცხადა, ადგილი აქვს სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვების მცდელობას.

„დღეს, ე.წ. სამოქალაქო სექტორი ითხოვს სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას, რისთვისაც პირველ რიგში არავითარი კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს და მეორე, ეს არის ისევ და ისევ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა ამგვარი უკანონო ხერხით",- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ფარსია მესამე სექტორის მოთხოვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები.

„დღეს განხორციელდა ერთგვარი ლუსტრაცია ე.წ. სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილის, რომელიც ფაქტობრივად, უკვე პოლიტიკურ მხარედ გვევლინება. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, როგორც გიორგი მიქაუტაძემ ბრძანა, ფარსია იმაზე საუბარი, რომ თურმე ფართო ჩართულობით მოხდეს მსჯელობა კრიტერიუმებისა და პროცედურების განსაზღვრაზე, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან და პარლამენტს წარედგინებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები. დღეს საბოლოოდ დადასტურდა ე.წ.მანიფესტით, რომ ეს არის დევნა ჩვენს მიმართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ, სიაში არსებული კანდიდატების მიმართ და მათთვის არასასურველი მოსამართლეების მიმართ. როგორც ქალბატონმა კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია ოცამდე ადამიანზე, რომელიც მისი თქმით, თუ მოშორდება სასამართლო სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება. ეს არის რეალური სახე. საუბარი დემოკრატიულ პროცესზე, რომ შემუშავდეს კრიტერიუმი, არის ფარსი“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატებმა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ "მანიფესტს მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელშიც ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას დაუჭირეს მხარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს