დავით უსუფაშვილი - ყველა, ვინც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიას მხარს უჭერს, მხარს უჭერს ივანიშვილის მოსაზრებას და არა - საკუთარს

ყველა, ვინც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიას მხარს უჭერს, მხარს უჭერს ივანიშვილის მოსაზრებას და არა - საკუთარს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია პარლამენტამდე კი არა, იუსტიციის საბჭოს წევრებამდე ვერ მიაღწევდა, თუ ის არ იქნებოდა ივანიშვილის მიერ მოწონებული. ასე რომ, ყველა დანარჩენი, ვინც ამ პროცესში ჩართულია და მას მხარს უჭერს, მხარს უჭერს ივანიშვილის პოზიციასა და მოსაზრებას და არა რაიმე საკუთარ აზრს. ლობისტი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მთავარი ლობისტი ბიძინა ივანიშვილია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

იხილეთ ვიდეო: დავით უსუფაშვილი - ყველა, ვინც მოსამართლეების სიას მხარს უჭერს, მხარს უჭერს ივანიშვილის მოსაზრებას და არა - საკუთარს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა