22 იანვარს „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართება

22 იანვარს „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრაში 70-მდე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, ასევე სუპერმარკეტების, აგრარული ბაზრების, სექტორული ასოციაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ახალი „ქართული რძის“ ნიშანი განასხვავებს პროდუქტებს წარმოებულს ნედლი რძით. „ქართული რძის“ ნიშანი მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც დამზადდება მხოლოდ ქართული ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს დ/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს. ნიშნის მიზანია ბაზარზე არსებული ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. კავკასიის რესურს ცენტრის მიერ ჩატარებულმა ურბანულ მომხმარებელთა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელს სურს იყიდოს „ეკოლოგიურად სუფთა“ რძის პროდუქტი, რომელიც წაროებულია სუფთა გარემოს საძოვრებზე ნაკვები ძროხის რძისგან სურსათის უვნებლობის კუთხით შემოწმებულ საწარმოებში. კვლევამ დაადგინა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ასხვავებს ან არ აქვს შესაძლებლობა, რომ იყიდოს ამგვარი პროდუქტი, ვინაიდან ასეთი რძის პროდუქტები მაღაზიებში იყიდება განმასხვავებელი ნიშნების გარეშე. „ქართული რძის“ ნიშანი არის ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი.

„ქართული რძის“ ნიშნის გამოყენების უფლება აქვს ყველა რეგისტრირებულ და HACCP სერთიფიცირებულ რძის საწარმოს, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებისათვის იყენებს ნედლ რძეს და აკმაყოფილებს ნიშნის მიღების კრიტერიუმებს. დამოუკიდებელი ორგანიზაცია რეგულარულად ჩაატარებს ამ რძის საწარმოების აუდიტს და მისი შედეგები და საწარმოს მონაცემები აიტვირთება www.georgianmilk.ge ვებგვერდზე, რომელიც გააქტიურდება მარტის დასაწყისში. ნიშანი მეწარმეებს დაეხმარება არაჯანსაღი კონკურენციის დაძლევაში, რაც განპირობებულია რძის ფხვნილით წარმოებული პროდუქციით.

საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია GMA-ს მიერ მომავალი თვიდან მოხდება მოსახლეობისთვის და მოვაჭრეებისთის ამ ნიშნის საჯაროდ გაცნობა, ეს პროდუქტები მაღაზიებში განმასხვავებელი ნიშნების გარეშეა წარმოდგენილი.

შეხვედრა მხარდაჭერილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ორგანიზატორი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროექტი - კავკასიის ალიანსების პროგრამა, განხორციელებული მერსის ქორფსის მიერ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა