საქართველოს ელჩი ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი ელ სალვადორში იმყოფებოდა, სადაც სამშვიდობო შეთანხმების 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კარლოს კასტანედასთან.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, სამართლებრივი ბაზის განვითარებაზე, ასევე ელ სალვადორსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20-წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელ სალვადორი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა ელ სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორმან კიხანოსთან.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდის საკითხები და საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის - SICA-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლებს - აღმასრულებელ დირექტორ ვერნერ ვარგასს და საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორ ედგარდო სანდოვალს.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსთან, როგორც SICA-ს დამკვირვებელ ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებები და უახლოესი სამოქმედო გეგმები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს