მამუკა ახვლედიანი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენა მფარველობის გარეშე  ვერ მოხდებოდა - ასეთი თავხედობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნამდვილად არ ეყოფოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენა მფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ასეთი თავხედობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნამდვილად არ ეყოფოდა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მამუკა ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შემადგენლობა პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებთანაც შეთანხმდა. ამასთან, ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის გადადგომის აუცილებლობასაც ხედავს.

„დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარკვეულ შემადგებლობასთან შეთანხმებული ჰქონდათ, შესაძლებელია სხვა ჯგუფებთანაც. თავისით ამას ნამდვილად ვერ გააკეთებდნენ. მათ ეგონათ, რომ ამ ყველაფერს გაიტანდნენ და ამიტომაც გააკეთეს. თუმცა, ბრძოლა წინ არის და ამით არაფერი დასრულებულა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, საჭიროა სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება და არა სიიდან კონკრეტული მოსამართლეების გვარების ამოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩება.

„უკვე სიასაც კი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის ამ სიაში წარდგენილი, ვინაიდან ისეთი ფორმითა და წესების დარღვევით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ერთ-ერთი პასუხისმგებლიანი ორგანო ამ ტიპის შერჩეულ სიას განსახილველად უბრალოდ არ მიიღებდა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა