გაერთიანებული ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

გაერთიანებული ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საბჭოში ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის მოსამართლეები შევლენ და მათ ექნებათ უფლება ვეტო დაადონ მოსამართლეობის კონკრეტულ კანდიდატებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გაიყვანოს იმ კლანის წარმომადგენლები, რომელსაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია, მათ მიერ მოსყიდული მოსამართლეები როგორმე სასამართლო სისტემაში შეიყვანონ და გახადონ უვადო მოსამართლეებად. ჩვენი ვალია, რომ ეს ყველაფერი არ დავუშვათ. თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ მივიღებთ ისევ მურუსიძე 2-ს, ჩინჩალაძე 2-ს და ვიღაც ამ უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ სასამართლო სისტემას. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ევროპული სრულიად ახალი პრაქტიკა, რომლებმაც ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროინტეგრაცია სურს და სასამართლოს განვითარებასთან დაკავშირებით უზარმაზარი პრობლემა აქვთ. ამ მექანიზმის იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში. ამ მექანიზმის გამოყენებაზე საუბარია მოლდოვაში. დადგა დრო, რომ დავიწყოთ საქართველოშიც. იუსტიციის საბჭოსთან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო. ეს უცხოელი ექსპერტები არიან ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები დასავლურ ქვეყნებში. ამ ადამიანებს წარადგენს ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიცაა საქართველო. ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება. მათ შეუძლიათ თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ შეიძლება იყოს მოსამართლედ გამწესებული. ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ რიგოთი მოსამართლეც კი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა