მიხეილ ბატიაშვილი - სკოლებში არსებობს პრობლემები, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და ამას სჭირდება კეთილი ნება, ან მეტი პასუხისმგებლობა დირექტორების მხრიდან

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში სკოლებში შესაძლებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ადგილზე, თუმცა ამას სჭირდება კეთილი ნება დირექტორების მხრიდან.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს უპასუხისმგებლობას, ამიტომ განათლების სამინისტრო აუცილებლად განახორციელებს მკაცრ მონიტორინგს, რამდენად შეეცდებიან სკოლების დირექტორები პრობლემების გადაჭრას.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მაგრამ მინდა გამოვყო ერთი თემა - აქტიური მუშაობა დირექტორებთან. გარდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და არ სჭირდება ამას არც სამინისტროების ჩარევა, არც არაფერი, უბრალოდ კეთილი ნება და მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება სკოლების დირექტორების მხრიდან. შეიძლება ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული მარტივი პრობლემების გადაჭრაში. ჩვენი სამინისტრო გააგრძელებს სკოლების მონიტორინგს, ისე როგორც აქამდე აკეთებდა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად რეგიონებში, არის ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაიჭრას. ისეთი დამოკიდებულება, რომ სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ - ჩვენთვის მიუღებელია. ამ კუთხით, აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორების დამოკიდებულება ამ კუთხით. არის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც არ სჭირდება არც დედაქალაქისგან და არც მუნიციპალიტეტისგან მითითება, ხშირად საქმე გვაქვს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან და ეს ყველაფერი შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა