ირანის საჰაერო ძალების სარდალი - ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან ომისთვის, რაც ისრაელს გამანადგურებელ მარცხს მოუტანს

ირანი მზად არის ისრაელთან გადამწყვეტი ომისთვის, რაც ბოლოს მოუღებს ისრაელის მიერ სირიაზე შეტევებს, - ამის შესახებ ირანის საჰაერო ძალების სარდალმა განაცხადა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან ომისთვის, რაც ისრაელს გამანადგურებელ მარცხს მოუტანს. ჩვენ მზად ვართ იმ დღისთვის, როდესაც ისრაელის დასასრულს ვიხილავთ“, - განაცხადა ირანის საჰაერო ძალების სარდალმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური იუწყება, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საწყობები, დაზვერვის ობიექტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეები.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, ოთხი სირიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ექვსი კი დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა