ანა დოლიძე - აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები

აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დოლიძის თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თითოეული მოქალაქის და ზოგადად, სამოქალაქო სექტორის ბრძოლა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანს" საზოგადოების წნეხის ეშინია.

„ჩვენთვის ყველა მოქალაქის ხმა, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანის ჯაფა, რომელიც დღეს აქ იყო მოსული, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამის გარეშე, მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვერაფერს მივაღწევთ. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, რომლისთვისაც ჩანს, რომ საბოლოო ჯამში აცილებლად უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა დაახლოებით, ორი წლის წინ დაიწყო და დღეს ის ძალას კრეფს. მიხარია, რომ ჩვენ „შავი სია" გავაჩერეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის იმ ხალხის, ვინც დღეს აქ მოვიდა და სიცივეში იდგა, მოქმედების მეშვეობით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები", განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული „კლანი" ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის, თუმცა ამავე სისტემის გაჯანსაღებისთვის ბრძოლა ბოლომდე მივა.

„ე.წ კლანი ძალაუფლების გადასარჩენად იბრძვის. იმდენად უგვანოდ მოიქცნენ, ყველამ გაიგო რა ბუდობს ამ შენობაში. რა თქმა უნდა, „კლანს" ეშინია საზოგადოებრივი წნეხის, ყურადღების, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ყურადღება კიდევ გაგრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბრძოლა ამ შენობიდან გავიდა და ამაზე საუბარია პარლამენტში, სახლებში, ყველა ტელევიზიაში. ამის შემდეგ ვურჩევ მოსამართლებს, რომ ფრთხილად და სერიოზულად მოეკიდონ თავიანთ უფლებამოსილებას საბჭოში, რადგან მათი უგვანო ქცევები გაირჩევა სახლებში, ყველა ტელევიზიაში და პარლამენტში", - განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: ანა დოლიძე - აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო