რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა გერმანიის ელჩის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს მიჰაელ ფაბრის უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის 2018 წლის გამარჯვებულები და მათი ხელმძღვანელები.

ფონდის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობის მიმოხილვა, თანამშრომლობის გაღრმავება და მხარდაჭერა.

„აღნიშნული ურთიერთობის მაგალითია ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამა. ღონისძიებაზე, ამ პროგრამის 2018 წლის გამარჯვებულებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი პროექტების შესახებ.

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის მიზანია, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცეს მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩაატარონ კვლევები სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომებისათვის, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით.

ფონდისა და იულიხის 2018 წლის ერთობლივი საგრანტო პროგრამა გამოცხადდა თებერვალში. პროგრამის ფარგლებში, ფონდისა და იულიხის მხარემ შეარჩია 4 სტუდენტი“, - აცხადებენ ფონდში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო