ქუთაისის მერმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა

მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, ჩვენ ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას, ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ხედავენ ამას და რელურად არ აწყობთ, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი, - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერი ოპოზიციის ბრალდებას.

„ჩვენ 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ, შემოდგომაზე კიდევ წამოვიღეთ რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებითი თანხა, ახლა მიმდინარეობს სამი ქუჩის რეაბილიტაცია და მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩართული ვართ პროცესში. სამივე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. 2019 წელს გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 800 000 ლარი უკვე ტენდერზე არის გასული, ასევე დავძარით ისეთი მასშტაბური საკითხები, როგორიცაა რიონის სანაპიროს განვითარება, გალერიის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ცენტრალური სკვერის პროექტირება, ჩვენ გვექნება ორი ვარიანტი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლეობას და მოსახლეობა როგორც აირჩევს, იმის მიხედვით გავაკეთებთ. ასე რომ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი და ყველას ვუსურვებ, რომ ამ წარმატებულ ქალაქში ბედნიერად იცხოვრონ“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა გიორგი ჭიღვარიას მუშაობა უარყოფითად შეაფასეს. მათი თქმით, მერის საქმიანობა არის დანაშაულებრივი და მისი გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია კონსულტაციას გააგრძელებს და ღია დისკუსიას გამართავს სხვადასხვა სექტორთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს