ლინას ლინკევიჩუსი - კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის ვიზიტით

კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის ვიზიტით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აღნიშნული ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია. საქართველო მოწინავე სახელმწიფოა რეფორმების გატარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია. ყოველთვის ვამბობ, რომ რთულია იყო მოწინავე სახელმწიფო და აღნიშნული სტატუსი უნდა დამტკიცდეს რეფორმების განხორციელებით. ვიცით, რომ სიტუაცია მარტივი არ არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო, ადგილი აქვს ბორდერიზაციას და მიუხედავად ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები. მთავრობამ და ახალმა პრეზიდენტმა ეს ადგილზე კონკრეტული ქმედებების გატარებით უნდა დაამტკიცონ. ზუსტად ამას ველოდებით საქართველოსგან“, - განაცხადა მან.

21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვარს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: ლინას ლინკევიჩუსი - კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის ვიზიტით

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა