საქართველოს ბიზნეს აკადემიის დირექტორი - სახელმწიფო და კონსტიტუცია მყარი გარანტია იმის, რომ ჩვენი დანაზოგი საიმედო ხელშია

ვფიქრობ, სახელმწიფო და კონსტიტუცია მყარი გარანტია იმის, რომ ჩვენი დანაზოგი საიმედო ხელშია, - ასე აფასებს საპენსიო რეფორმას საქართველოს ბიზნეს აკადემიის (SBA) დირექტორი ია ერაძე. მისი თქმით, საპენსიო დაგაზოგები არის უფრო დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი.

„ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები იმედიანად ვუყურებთ დაწყებულ საპენსიო რეფორმას. პრაქტიულად მთელი ევროპა ამ სტანდარტზეა გადასული, ღირსეული სიბერე ხომ ყველა მოქალაქის სურვილია. დავინტერესდით და გავიგეთ, რომ საპენსიო დანაზოგებზე არანაირი აღსრულების მექანიზმი არ ვრცელდება. ის არის უფრო დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი და ასევე გადაეცემა მემკვიდრეობით. ამან ნდობის ხარისხი ბუნებრივია, რომ გაგვიზარდა და მოტივაციაც დიდია, რომ ჩავერთოთ. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას. ცალკე მინდა აღვნიშნო მენეჯერის როლი ამ საქმეში, პირადად მე მჯერა ლევან სურგულაძის. მგონია, რომ რეფორმა თავის სიტყვას იტყვის! მე როგორც კომპანიის ერთი ხელმძღვანელი ნამდვილად მომხრე ვარ”, - აცხადებს ერაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო