მიხეილ ბატიაშვილი - უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები  არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული საკითხები მნიშვნელოვანია თბილისსა და რეგიონებში და სამინისტრო მის გადასაჭრელად სწრაფი ტემპით და გასამმაგებული ბიუჯეტით იმუშავებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. ამ კუთხით ჩვენ ვითანამშრომლებთ არაერთ უწყებასთან და ისე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რეაბილიტაცია, პირველ რიგში, ჩატარდება იმ სკოლებში, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, აშენდება ახალი სკოლები“ - განაცხადა მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა