განათლების მინისტრის მოადგილე - დარწმუნებულები ვართ, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებით

დარწმუნებულები ვართ, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებით,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ენერგოეფექტურობა ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც სკოლების ფინანსური რესურსის ზრდას შეუწყობს ხელს.

„დღევანდელ სამშენებლო საქმიანობას არ ვუყურებთ მხოლოდ იმ სტანდარტებით მშენებლობას, როგორიც არსებობდა, არამედ გვინდა უფრო მეტი. მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები გარემოს დაცვა, ეკოლოგია და უამრავი კიმპონენტი და აქ არ შეიძლება გამოვყოთ ინფრასტრუქტურული კუთხით ენერგოეფექურობის საკითხი. ამ მხრივ დაწყებულია ნაბიჯები, თუმცა დიდი შედეგები ჯერ არ გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ სამ სკოლაზე, ეს გახლავთ 61-ე საჯარო სკოლა, სადაც მზის ფოტო-ელექტრო სისტემა დამონტაჟდა და მისი გახსნაც მოხდება, ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლა და მე-100 საჯარო სკოლა, სადაც უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდა, მაგრამ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება არაერთ დონორთან იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლების რეაბილიტაცია მოხდეს სწორედ ენერგოეფექტურობის კომპონენტის გათვალისწინებით. დარწმუნებულები ვართ, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებით, იმიტომ, რომ ენერგოუსაფრთხოება არ არის მხოლოდ უსაფრთხოების თემა, პირველ რიგში დაკავშირებულია გარკვეული დანახარჯების ოპტიმიზაციაზთან. თუ ჩვენ ვიყენებთ განახლებად ენერგიებს, ეს საბოლოოდ აისახება ისევ სკოლის ფინანსურ დანახარჯებთან. დასაწყისში, შეიძლება, დიდ ინვესტიციას საჭიროებდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ბევრად რენტაბელურია”,- განაცხადა ზედგენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო