ლიეტუვას პრემიერი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეინარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის

საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობები სამაგალითოა, თუმცა ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, საულიუს სკვერნელისიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდაგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი „სტარტაპებით”, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის. უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები“, - აღნიშნა მან.

ლიეტუვას პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება. ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეინარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო