დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის ლიეტუვას განსაკუთრებულ მხარდაჭერას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში.

„აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა “მეტი მეტისთვის” საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

დალია გრიბაუსკაიტემ მამუკა ბახტაძეს ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა