ილია ელოშვილი - სასწავლო პროცესის დაწყებას ყველა ბაღი ინფრასტრუქტურულად და ჰიგიენის კუთხითაც მომზადებული ხვდება -  მშობლებს ღელვის საფუძველი არ აქვთ

სასწავლო პროცესის დაწყებას ყველა ბაღი მომზადებული ხვდება, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ჰიგიენის კუთხით, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

თბილისის მერის მოადგილე და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე თბილისის N85 ბაგა-ბაღს ეწვივნენ და ზამთრის არდადეგების შემდეგ განახლებულ სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.

„ჩვენ ვულოცავთ აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ბაღი მობილიზებული და მომზადებული ხვდება სასწავლო პროცესის დაწყებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ჰიგიენისა და დეზინფექციის კუთხითაც. ყველა საჭირო სამუშაო ჩავატარეთ, შესაბამისად, მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ღელვის არანაირი საფუძველი არ აქვთ“, - განაცხადა ელოშვილმა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ბაღში ჩატარებულ სარემონტო და სადეზინფექციო სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი სამუშაოები სულ 20-მდე ბაღში განხორციელდა.

„N85 ბაღში გარემონტდა საბავშვო ოთახები, ასევე, სამზარეულო იქნა გატანილი ცალკე შენობაში, რამაც მოგვცა საშუალება, მომავალ წელს დამატებით ბავშვები მივიღოთ. სამზარეულოს ადგილას ახალი სააღმზრდელო ჯგუფი შეიქმნა, სივრცე გაფართოვდა და კეთილმოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ტიპის სამუშაოები ჩატარდა 20-მდე ბაღში და რემონტი განხორციელდა არდადეგების დროს. დეზინფექციის სამუშაოები: დასუფთავება, დალაგება და განიავება სწავლის დაწყების წინ ჩატარდა. რაც შეეხება ვირუსების პრევენციას, ჯანდაცვის დადგენილი სტანდარტებით ჩატარდა ყველაფერი, გაძლიერებულია კონტროლი და მონიტორინგი“, - განაცხადა გვანცელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო