გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

„მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 14 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარსა და ვარკეთილში - 1.1-ჯერ. ასევე ქუთაისში 1.8-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.9-ჯერ; 15 იანვარს - თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე: წერეთლის გამზირზე - 2.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.6-ჯერ, ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში - 1.6-ჯერ, ასევე ქუთაისში - 1.4-ჯერ, ხოლო ბათუმში - 1.3-ჯერ; 16 იანვარს - ისევ თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე: წერეთლის გამზირზე - 2.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.6-ჯერ, ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში - 1.6-ჯერ, ბათუმში კი 1.1-ჯერ. გადაჭარბებები გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე 17 იანვარს წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე - 1.1-ჯერ, 18 იანვარს მხოლოდ წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, 19 იანვარს - ქუთაისში-1.4-ჯერ, ხოლო 20 იანვარს ბათუმსა და ქუთაისში 1.5-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ“-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქ.N9, მრავალპროფილიან სკოლა ,,იბერთან“, დიღმის მასივი მე-5 კვარტალი, სმენადაქვეითებულ ბავშვთა საბავშვო ბაღთან, დიღმის მასივი მე-5 კვარტალი N140-ე საჯარო სკოლასთან, დიღმის მასივი, მე-2 მიკრორაიონი, N169 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა