მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაპიტნის, დავით (დათიკო) მაჭავარიანის ხსოვნას.

ცნობისთვის, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე არტილერიის კაპიტანი 1918 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად აწარმოებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მოგვიანებით მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.

დაკრძალულია ვილნიუსის სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნის მემორიალთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო