მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება

რეგიონებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ მიზნით მოსახლეობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები უკვე გამართა აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღეს, პროექტს კახეთში განიხილავენ, ხვალ კი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან გაიმართება. სტრატეგიის პრიორიტეტებს დისკუსიის მონაწილეებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცნობს.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიამ უახლოესი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს, რომლის მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი ეკონომიური განვითარებაა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო